20:52 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-23 14:23:32, 767 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - რამდენიმე მეტროსადგურში ე.წ. ტურნიკეტების მოსაწყობად პოლონური კომპანია შეირჩა და მათგან დასტურს ველოდებით

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  მედიასთან საუბრისას რამდენიმე მეტროსადგურში ე.წ. ტურნიკეტების მოწყობისა და  ასევე, „ახმეტელის  თეატრის“ ახალი ამოსასვლელის პროექტის  განხორციელების შესახებ ისაუბრა. 

თბილისის მერის განცხადებით, მეტროსადგურებში „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“ და „დიდუბე“ ე.წ. ტურნიკეტების მოწყობის პროექტი უკვე წარედგინა პოლონურ კომპანიას და ის კომპანიის მხრიდან დადასტურების შემდეგ სამ თვეში განხორციელდება.   

 „ე.წ. ტურნიკეტების მოწყობასთან დაკავშირებით შერჩეულია პოლონური კომპანია, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. ველოდებით დადასტურებას. ჩვენ წარვუდგინეთ პროექტი, კერძოდ,  რისი გაკეთება გვინდა. დადასტურებიდან სამ თვეში უკვე შესაძლებელი იქნება, რომ  პროექტი იყოს დასრულებული. 

ასევე, გვაქვს მეორე,  ცოტა გრძელვადიანი - „ახმეტელის  თეატრის“ მეტროს ახალი ამოსასვლელ-ჩასასვლელის პროექტი. იგივე არის მეტროსადგურ „სამგორთან“ დაკავშირებით. ამ ყველაფერზე ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან, ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, რომ მოხდეს 12 მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია, განახლება და ათ მეტროსადგურზე შესაბამისი პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics