20:55 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-23 13:49:36, 761 ნახვა

საზოგადოება
კალაძე ბადრი კუხალაშვილზე - უზრუნველვყოფთ საცხოვრებლით

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი დაეხმარება არასრულწლოვან ბადრი კუხალაშვილს და მის ოჯახს, რომ დროულად დარეგისტრირდნენ თბილისში და უზრუნველყოფილნი იყვნენ საცხოვრებლით. ამის შესახებ მან მედიას ამ საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არასრულწლოვნის საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროც, კერძოდ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო და უშუალოდ მისი ხელმძღვანელი

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიტუაცია დარეგულირდეს. ბავშვი დღეის მდგომარეობით იმყოფება თავის დასთან. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ისინი არ არიან რეგისტრირებული დედაქალაქში. ჩვენ დავეხმარებით, რომ დროულად დარეგისტრირდნენ და ასევე, უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით - ქირით გავიყვანთ ამ ოჯახს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

არსებული ინფორმაციით,  არასრულწლოვანს მშობლების დანატოვარი ვაგონის გაყიდვა მოუხდა, ვინაიდან ის სახელმწიფოს მიწაზე იდგა. დედაქალაქის მერიამ ვაგონის მფლობელი, რამდენიმეთვიანი ძიების შემდეგ, წინასწარ გააფრთხილა პრობლემასთან დაკავშირებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics