|
2023-03-23 11:04:26, 522 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურაში ვიზიტით ტაილანდის სამეფოს გენერალური პროკურატურის დელეგაცია იმყოფებოდა
საქართველოს პროკურატურაში ვიზიტით ტაილანდის სამეფოს გენერალური პროკურატურის დელეგაცია იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, საქართველოს პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები და ტაილანდის სამეფოს პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ დელეგაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში პროკურატურის როლის, მისი ძირითადი ფუნქციების და პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით უწყებაში გატარებული რეფორმების თაობაზე. გარდა აღნიშნულისა, გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს,საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისთვის და გამოხატა მზაობა, რათა საქართველოსა და ტაილანდის პროკურატურებს შორის მომავალში ურთიერთთანამშრომლობა გაღრმავდეს. ასევე, შეხვედრის მიმდინარეობისას საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა ტაილანდელ კოლეგებს მიწოდა ინფორმაცია პროკურატურაში არსებული კოლეგიური ორგანოების, სტაჟირების გავლის წესის, თანამშრომელთა შეფასების სისტემის და მომავალში უწყების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე. შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა, სტუმრებს სისხლის სამართლის და საპროცესო კანონმდებლობის საკითხებთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზე უპასუხეს. დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სურვილი, რათა საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს პროკურატურებს შორის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მომავალში გაგრძელდეს ურთიერთთანამშრომლობა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)