|
2023-03-23 10:31:19, 510 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის დელეგაცია კონტრაბანდისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დირექტორის - მაჰმუთ ჩორუმლუს ხელმძღვანელობით ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დელეგაციის წევრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - თეიმურაზ კუპატაძემ უმასპინძლა. "ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის წარმომადგენელთა ერთობლივი კომისიის რიგით მერვე სხდომა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები, ასევე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. შეხვედრის მონაწილეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ტრეფიკინგის, ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის სხვა სახეების წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივ საკითხებზე. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საერთო ძალისხმევითა და ინტენსიური თანამშრომლობით შესაძლებელი გახდება ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებათა შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერება და განვითარება. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხელი მოაწერეს სხდომის ოქმს, სადაც განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)