|
2023-03-22 14:37:16, 991 ნახვა
საზოგადოება
შსს - მართლწესრიგის ოფიცრები ბაგებში გეგმიურ საქმიანობას აწარმოებდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო, 15-16 მარტს, სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში შესვლასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ბაგებში მართლწესრიგის ოფიცრები გეგმიურ საქმიანობას აწარმოებდნენ და ოფიცრებთან კომუნიკაციის დროს, ადგილობრივ მოსახლეობას რაიმე სახის პროტესტი არ გამოუხატავს. "უწყების სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია მართლწესრიგის ოფიცრის როლი, რომლის კომპეტენციაში არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად შედის ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ცნობისთის, 19 მარტს "მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ" განაცხადა, რომ პოლიცია ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში შევიდა და სტუდენტების პირად მონაცემებს აგროვებდა. აღნიშნულ ფაქტს გუშინ, 21 მარტს გამოეხმაურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. მათი ინფორმაციით, 15 და 16 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში ვაკის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრების მიერ განხორციელდა მოსახლეთა გეგმური აღწერა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)