|
2023-03-22 11:45:04, 748 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - გმირთა მოედანზე არსებულ მემორიალურ სვეტზე ელექტროსისტემა და განათების მოწყობილობები განახლდა
გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალურ სვეტზე ელექტროსისტემა და განათების მოწყობილობები განახლდა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები ქვეყანაში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად ჩატარდა, რაც დადასტურებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით. „გარკვეული პრობლემები იყო, არ მუშაობდა განათებები, რომლებიც დამონტაჟებული იყო. რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა სანათები და ელექტროგაყვანილობა. სამუშაოები ჩატარდა ქვეყანაში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად, რაც დადასტურებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით. 48 მეტრი სიმაღლის მემორიალური სვეტი, რომელზეც საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა სახელები და გვარებია ამოტვიფრული, 2010 წელს აიგო. მას შემდეგ, პერიოდულად გარკვეული სამუშაოები ტარდებოდა, თუმცა ასეთი მასშტაბური სამუშაოები არ ჩატარებულა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ამჟამად, მემორიალური სვეტი განახლებული და მოწესრიგებულია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)