21:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 16:40:22, 1210 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჰააგის სასამართლოს წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჰააგის სასამართლოს წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო უწყება ავრცელებს.

საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, საქმეში ბრალდებულები არიან: პროკურორი კარიმ აჰმად ხანი, ასევე მოსამართლეები ტომოკო აკანე, როსარიო სალვატორე აიტალა და სერხიო გერარდო უგალდე გოდინესი.

განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ჰააგის პროკურორისა და მოსამართლეების ქმედებები შეიცავს დანაშუალის ნიშნებს, რაც გულისხმობს უდანაშაულო პირის პასუხისმგებლობაში მიცემის უკანონო ბრალდებას და ამასთან ერთად, უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელზე თავდასხმის მომზადებას, რათა გართულდეს საერთაშორისო ურთიერთობები.

„სისხლისსამართლებრივი დევნა აშკარად უკანონოა, რადგან არ არსებობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი“, - თვლის რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი.

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics