21:27 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 10:03:51, 1229 ნახვა

მსოფლიო
ჯონ კირბი - რუსეთსა და ჩინეთს მსოფლიო წესრიგის დარღვევა სურთ

რუსეთსა და ჩინეთს მსოფლიო წესრიგის დარღვევა სურთ,- ამის შესახებ შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ Fox News-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრების შედეგებს.

"ჩინეთი და რუსეთი ორი ქვეყანაა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, რომელიც აშშ-მა და ჩვენმა მოკავშირე ქვეყნებმა შექმნეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მათ თამაშის წესების გლობალურად შეცვლა სურთ",- განაცხადა კირბიმ.

გარდა ამისა, ოფიციალურმა წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ სი ძინპინგი ღიად დაიცავს კომუნიკაციის ხაზებს ჯო ბაიდენთან და შეეცდებამ გაარკვიოს უკრაინის პოზიცია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების გზით.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სი ძინპინისა და პუტინის შეხვედრა მოსკოვში 20-22 მარტს არის დაგეგმილი. თეთრი სახლი კი ცდილობს ხელი შეუშალოს ჩინეთის მცდელობებს, წარმოადგინოს მათი შეხვედრა, როგორც სამშვიდობო მისია უკრაინის ომისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics