22:44 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 09:18:43, 1440 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის თავდაცვა - ამერიკული დრონი MQ-9 შავ ზღვაში საკუთარი მკვეთრი მანევრირების გამო ჩავარდა

ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი MQ-9 შავ ზღვაში საკუთარი მკვეთრი მანევრირების გამო ჩავარდა, რუსული "სუ-27" კონტაქტში არ შესულა, - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონის ინციდენტს ეხმაურება

მათივე განმარტებით, შემთხვევა ყირიმის რეგიონში მოხდა. უპილოტო საფრენი აპარატი გამორთული ტრანსპონდერებით გაფრინდა რუსეთის მიმართულებით და საომარი მოქმედებების ჩასატარებლად დაწესებული საჰაერო სივრცე დაარღვია. 

„მოსკოვის დროით დაახლოებით 9:30 საათზე მკვეთრი მანევრირების შედეგად MQ-9 უპილოტო საფრენი აპარატი უკონტროლო ფრენაში შევიდა და წყლის ზედაპირს შეეჯახა“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

საპასუხოდ, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო ზომები, რომ შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს. ინციდენტის შესახებ ინფორმირებული იყო აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე დაიბარა რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი. 

ცნობისთვის, გუშინ, 14 მარტს რუსული "სუ-27" მოიერიშე თვითმფრინავი შავი ზღვის თავზე ამერიკულ სადაზვერვო დრონს - MQ-9-ს შეეჯახა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics