08:58 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-07 12:11:52, 1062 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ - მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ესტუმრნენ

საერთაშორისო კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ - მონაწილე ქალი სამართალდამცველები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრს ეწვივნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა შსს-ს აკადემიის ღია და დახურული სასროლეთი, ტაქტიკური მომზადების სივრცე, ვირტუალური ტირი დაათვალიერეს, „112“-ში ინფორმაცია მიიღეს ცენტრის საქმიანობის შესახებ და ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრში მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და ინფორმაცია მიიღეს მომსახურების „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიღების შესახებ.

"სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბიოლოგიური ექსპერტიზის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის ლაბორატორიები და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით 10 წელია, ტრადიციულად იმართება და მისი მიზანია ქალ სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება და მათი მოტივაციის ამაღლება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics