|
2015-02-08 13:50:30, 1423 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: რუსეთი ომს არავისთან აპირებს, ჩვენ ყველასთან თანამშრომლობა გვსურს
„რუსეთი ომს არავისთან აპირებს, ჩვენ ყველასთან თანამშრომლობა გვსურს“,-ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პუტინის განცხადებით, არსებობს მოსაზრებები, რომ რუსეთის წინაარმდეგ ომი მიმდინარეობს, მაგრამ ეს ასე არა არის, თუმცა მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულია ძალები, რომლებიც ქვეყნის განვითარების შეჩერებას სცდილობენ. „მსმენია განცხადებები, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ომი მიმდინარეობს, მაგრამ ეს ასე არ არის,თუმცა არსებობს მცდელობა, რომ შეაჩერონ ჩვენი განვითარება სხვადასხვა საშუალებებით, არის მცდელობა გაყინოს საბჭოთა კავშირის შემდეგ ჩამოყალიბებული მსოფლიო წყობა და ამას ერთი ლიდერი ხელმძღვანელობს, რომელსაც სურს დარჩეს ლიდერად და ფიქრობს, რომ მისთვის ყველაფერი შესაძლებელია, ხოლო სხვებისთვის მხოლოდ ის, რასაც ის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოისურვებს. ასეთი მსოფლიო მოწყობა არასდროს არ იქნება მიღებული რუსეთისთვის. თუ ვინმეს აწყობს და სურს ნახევრად ოკუპაციის პირობებში ცხოვრება, ეს მათი სურვილია, მაგრამ ჩვენ ამას არ შევურიგდებით, თუმცა ომსაც არავისთან ვაპირებთ, ჩვენ ყველასთან გვსურს თანამშრომლობა. ხოლო ის მცდელობები, რასაც ადგილი აქვს, მათ შორის სანქციები ვფიქრობ, ასეთი მიდგომა არავის გაუხარდება და ისეთი ქვეყნის მიმართ, როგორიც ჩვენია ვერ იქნება ეფექტური, თუმცა გარკვეული ზიანი მაინც მოაქვს. ამას უნდა ვაცნობიერებდეთ და გავაძლიეროთ ჩვენი სუვერენიტეტი, მათ შორის ეკონომიკის სფეროშიც“,-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეები, 5 საათის განმავლობაში უკრაინაში არსებულ ვითარეაბას განიხილავდნენ, თუმცა გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა მოსკოვი კომენტარის გარეშე დატოვეს. ასევე, დღეს მერკელი, ორლანდი, პუტინისა და პოროშენკოს შორის სატეეფონო მილაპარაკებაა დაგეგმილი. მოლაპარაკებაზე მხარეები მინსკის შეთანხმების შესრულების გზებზე უნდა შეჯერდნენ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)