|
2023-03-03 13:32:31, 1404 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ და ნინო ნიჟარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების ოჯახის წევრებს დედის დღე მიულოცა
2008 წლის აგვისტოს ომის გმირების ოჯახის წევრებს დედის დღე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, თინა ზოიძემ მიულოცეს. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედის დღესთან დაკავშირებული დახმარება ომში დაღუპული მეომრებისა და ვეტერანების ოჯახის წევრებისთვის მომავალი წლიდან გაორმაგდება. მთავრობის წევრებმა დედის დღე მიულოცეს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, რომან ზოიძის დედას. კაპრალი გმირულად დაიღუპა შინდისის მისადგომებთან. რომან ზოიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-III ხარისხის ორდენით. ასევე, დედის დღე მიულოცეს აგვისტოს ომის გმირის - ამირან შაინიძის მეუღლეს. ამირან შაინიძე ერგნეთთან ჩამოგდებულ ჭურვს ემსხვერპლა. მას მიღებული აქვს მედალი მხედრული მამაცობისთვის. დარჩა მეუღლე და ორი შვილი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დედის დღესთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ომის ვეტერანებისა და 2012 წელს ავღანეთში, სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებსა და მეუღლეებს 1 000 ლარს გადასცემს. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული დახმარება მომავალი წლიდან გაორმაგდება. ოჯახები აგვისტოს თვეშიც მიიღებენ დახმარებას 3 000 ლარის ოდენობით.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)