10:18 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 14:32:59, 623 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე - წინა შეხვედრასთან შედარებით დიდი სხვაობაა - ყველაფერი ძალიან ცუდისკენ მიდის

თუ შეჭამს და გული არევა ან კიდევ უარესი რამე დაემართება, ეს ნიშნავს, რომ არ იღებს საკვებს? - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მმართველმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, წინა შეხვედრასთან შედარებით, სხვაობა დიდია და "ყველაფერი ძალიან ცუდისკენ მიდის".

"როცა ექიმი ამბობს, რომ საკვებს არ იღებს იმიტომ, რომ მერე გული ერევა,მერე მაინც არ იღებს და ისევ გული ერევა, რას ნიშნავს საკვებს არ იღებს? თუ შეჭამს და გული აერევა ან კიდევ უარესი რამე დაემართება, ეს ნიშნავს, რომ არ იღებს საკვებს? 

მე განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიტყვი - ეჭვი რომ მქონდეს, რომ ის ოდნავ მაინც, განგებ აკეთებს ამას, არავითარ შემთხვვევაში ზიარების უფლებას არ მივცემდი... ორი კვირის წინ რომ ვიყავი, მაშინ ძალიან დიდი სხვაობა იყო წინა შეხვედრასთან შედარებით და ახლაც ძალიან დიდი სხვაობაა. ყველაფერი ძალიან ცუდისკენ მიდის", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კომუნიზმს აშშ-ის თავისუფლებისთვის „მომაკვდინებელი საფრთხე“ უწოდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
ტრამპმა გამოაქვეყნა ასდოლარიანი კუპიურის სურათი, რომელზეც მისი ხელმოწერაა გამოსახული
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics