|
2023-02-23 10:30:56, 1322 ნახვა
მსოფლიო
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის მუშაობა შეაჩერა
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ) რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის (RUJ) მუშაობის შეჩერების შესახებ განაცხადა. IFJ-მ გადაწყვეტილება 22 თებერვალს, გლობალური აღმასრულებელი კომიტეტის კენჭისყრის შემდეგ მიიღო. ფედერაციის განმარტებით, გადაწყვეტილება RUJ-ის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობის დაწყებას უკავშირდება. „IFJ არის ორგანიზაცია, რომელიც აგებულია საერთაშორისო სოლიდარობაზე, წევრ გაერთიანებებს შორის თანამშრომლობის პრინციპებსა და ყველა ჟურნალისტის უფლებების პატივისცემაზე. რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ქმედებებმა, ანექსირებული უკრაინის ტერიტორიებზე ოთხი ფილიალის დაარსების თაობაზე, აშკარად დაარღვია ეს სოლიდარობა და დაძმობილ კავშირებს შორის განხეთქილება დათესა", - განაცხადა IFJ-ის პრეზიდენტმა, დომინიკ პრადალიემ. ცნობისთვის, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი საერთაშორისო ფედერაციაში 1995 წლიდან შედიოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)