17:07 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 10:36:54, 1475 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ყვარელში თხილის ბაღები დააფინანსა

ბაზისბანკმა, შპს ვოიაჟ ჯორჯიასთან თანამშრომლობით, ყვარლის რაიონში, 26 ჰექტარზე გაშენებული თხილის მსხმოიარე  ბაღისთვის საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად 100,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 49,000 ლარი გაიცა შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია სეზონზე 70 ტონამდე მოსავალს იღებს და მომდევნო წლებში წარმადობის ეტაპობრივად ზრდას გეგმავს. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ქართულ, ასევე საზღვარგარეთის ბაზრებზე ხორციელდება. ბაღებში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბაზისბანკსა და შპს ვოიაჟ ჯორჯიას შორის პარტნიორული თანამშრომლობა წლებია გრძელდება და მეწარმე ყოველწლიურად სარგებლობს ბანკის აგრო სესხების სხვადასხვა კომპონენტის პროდუქტებით. თანამშრომლობის ფარგლებში, 2019 წელს კომპანიამ 8 ჰექტარზე საფერავის ჯიშის ვენახი გააშენა. აღნიშნული პროექტი, ბანკის მიერ, 292,000 ლარის ოდენობის შეღავათიანი აგრო კრედიტით დაფინანსდა.

„მიმდინარე წლიდან, სახელმწიფომ, მეთხილე ფერმერებისთვის ახალი პროგრამა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც, საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, ფერმერს შეუძლია ისარგებლოს შეღავათიანი აგრო კრედიტით. სახელმწიფოს მიერ სესხის თანადაფინანსება 8%-ით და 12 თვის ვადით ხორციელდება. აღნიშნული კრედიტით ფერმერს შეუძლია დაიფინანსოს პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, შრომითი რესურსების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების და ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების ხარჯები. ყოველთვის მზად ვართ განვავითაროთ თანაშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე კომპანიებთან, რითიც ხელს ვუწყობთ ფერმერული მეურნეობების განვითარებას და ვუქმნით ბიზნესს წარმატების ახალ შესაძლებლობებს.“ - განაცხადა ბაზისბანკის აგრო ბიზნესის მიმართულების უფროსმა, შმაგი ბრეგაძემ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
ელჩი: ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics