|
2023-02-21 13:14:22, 676 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი 10 წლისაა
ცხელი ხაზი დაინტერესებულ პირებს უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში უწევს პირველად კონსულტაციას და, სატელეფონო და ონლაინ მომსახურების საშუალებით, ინფორმაციას აწვდის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების საქმიანობის, სერვისების და პროგრამების შესახებ. უწყების ცნობით, პირველი ზარის მიღებიდან, 2013 წლის თებერვლიდან დღემდე, როგორც სატელეფონო, ასევე ონლაინ სერვისის საშუალებით, სამინისტროს ცხელ ხაზზე 800,000-ზე მეტი მომართვა განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ცხელი ხაზის გამართულად მუშაობისათვის, შექმნილია ერთიანი პლატფორმა, რომლის მეშვეობით ოპერატორები მარტივად და სწრაფად ახდენენ ინფორმაციის მოძიებასა და გაცემას. სპეციალური პროგრამის საფუძველზე ხორციელდება მიმდინარე პროცესების სისტემური შეფასება და, გაუმჯობესების მიზნით, სტანდარტების შემუშავება/შესრულება. მუდმივად მიმდინარეობს ხარისხის მართვის კონტროლის სისტემების გაძლიერება. "თანამშრომელთა გადამზადება ხდება სპეციალური ტრენინგების საშულებით. მათ შორის აღსანიშნავია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ ორგანიზებით ჩატარებული დარგობრივი ტრენინგები სურსათის უვნებლობისა და ცხოველთა ჯანმრთელობის ძირითადი პრინციპების შესახებ. ცხელი ხაზის სამსახურში დანერგილია სტაჟირების სისტემა, რომელიც წარმატებული სტაჟიორებისათვის დასაქმების რეალური შესაძლებლობაა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)