00:04 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 10:31:43, 789 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 000-ს გადააჭარბა

თურქეთში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 020-ს მიაღწია. აღნიშნულ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო "ანადოლუ" ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, სტიქიის ზონაში, გარდა კაჰრამანმარაშისა და ჰათაის პროვინციისა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. 

მიწისძვრით დაზარალებული პროვინციებიდან ევაკუირებულია 460 900-ზე მეტი ადამიანი, დაზარალებულთა საერთო რაოდენობამ კი 13 მლნ-ს გადააჭარბა. 

კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრებს 6 210-ზე მეტი ბიძგი მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე, 17,9 კმ სიღრმეზე, ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.

ამასთან, ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრას საქართველოს 5 მოქალაქეც ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics