|
2023-02-19 11:41:27, 885 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი - ისტორიული მოვლენაა - საქართველოში პირველად ტარდება სამთო-სათხილამურო სპორტში უმაღლესი რანგის ტურნირი
ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენაა - საქართველოში პირველად ტარდება სამთო-სათხილამურო სპორტში უმაღლესი რანგის ტურნირი, ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი. მოხარულები ვართ, რომ უმაღლესი შეფასება მივიღეთ მსოფლიო სათხილამურო ფედერაციისგან, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებაზე მედიასთან საუბრისას. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებლად წლების განმავლობაში მიდიოდა მუშაობა, განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში. მისი შეფასებით, ბაკურიანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა იმისთვის, რომ ქვეყანა მაღალ დონეზე მომზადებული შეხვედროდა ასეთი მაღალი დონის ტურნირს, მათ შორის გაკეთდა გათოვლიანების ხელოვნური 29-კილომეტრიანი სისტემა, გაიხსნა რამდენიმე საბაგირო გზა, ასევე მოეწყო ხელოვნური ტბები, რათა კურორტზე გათოვლიანებისთვის წყლის საკმარისი რესურსები იყოს. „ამ ორი კვირის განმავლობაში დავინახავთ, რომ ყველაფერი მაღალ დონეზეა ორგანიზებული, ბევრი უწყება და სამსახურია ჩართული პროცესში იმისთვის, რომ დამთვალიერებლებს, ვიზიტორებს და რა თქმა უნდა, სპორტსმენებს მაქსიმალური კომფორტი ჰქონდეთ და საქართველომ ისეთ დონეზე ჩაატაროს ტურნირი, რომელიც წლების განმავლობაში დაამახსოვრდება მსოფლიო სპორტულ საზოგადოებას. ჩემპიონატი უკვე ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს, ყურადღების ცენტრშია მთლიანად ჩვენი ქვეყანა და კურორტი ბაკურიანი. აქ ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ წლების განმავლობაში საქართველო იყოს მაღალი დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძელი", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ლევან დავითაშვილის თქმით, ეს ინფრასტუქტურა გამოდგება წლების განმავლობაში და საქართველო იქნება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კალენდრის ნაწილი. „ჩვენ გვსურს, რომ გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურად იყოს მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძელი. რა თქმა უნდა, ცნობადობა, რომელიც ამ კურორტს ექნება, განაპირობებს მეტ ვიზიტორს, მეტ ტურისტს და მეტ ეკონომიკას ბაკურიანისთვის", - აღნიშნა მინისტრმა. ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში ბაკურიანის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)