01:19 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-19 01:02:24, 1143 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 22:31 საათზე კაჰრამანმარაშის პროვინციის გოკსუნის რაიონში მოხდა.

სტიქიური უბედურებებისა და საგანგებო სიტუაციების შედეგების აღმოფხვრის სამსახურის (AFAD) ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 22:31 საათზე გიოქსუნის რაიონში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

მიწისძვრა 12,18 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.

ამასთან, ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს 5 მოქალაქე დაიღუპა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics