01:18 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-15 14:59:38, 1053 ნახვა

მსოფლიო
მაშველები 82 ქვეყნიდან თურქეთში სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობენ, მათ შორის საქართველოდან

თურქეთის სამხრეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 82 ქვეყნის სამაშველო ჯგუფები მონაწილეობენ, მათ შორის საქართველოდან.

ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სტიქიის შემდეგ ანკარას დახმარება სულ 100-მა ქვეყანამ შესთავაზა, ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში უცხოეთიდან 9046 მაშველია ჩართული. დეპარტამენტში დასძინეს, რომ მოსალოდნელია მაშველების ჩამოსვლა კიდევ ორი ​​ქვეყნიდან.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 000-ს გადააჭარბა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.

ამასთან, ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს 5 მოქალაქე დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics