|
2023-02-15 12:50:52, 1435 ნახვა
მსოფლიო
რუს ჟურნალისტს მარიუპოლის დაბომბვაზე ინფორმაციის გავრცელების გამო 6 წლით პატიმრობა მიესაჯა
რუსეთის სასამართლომ RusNews-ის ჟურნალისტსა და აქტივისტს, მარია პონომარენკოს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. BBC-ის ცნობით, სასამართლომ პონომარენკო რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დამნაშავედ ცნო. გარდა ამისა, პონომარენკოს ასევე აეკრძალა 5 წლის განმავლობაში ინტერნეტის საჯარო აქტივობებში მონაწილეობა. პროკურატურის ცნობით, პონომარენკომ "No Censorship"-ის Telegram არხზე დაწერა მარიუპოლის მაცხოვრებლებზე, რომლებიც რუსეთის მიერ ქალაქის თეატრის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ, რის გამოც, პროკურატურა პონომარენკოსთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. ცნობისთვის, მარია პონომარენკო 2022 წლის აპრილში დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, ხოლო ნოემბერში შინაპატიმრობით გაათავისუფლეს. ამასთან, იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პონომარენკო კვლავ იზოლატორში გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)