22:46 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-14 16:17:02, 1554 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი - ნატო უფრო აქტიურად ერთვება უკრაინის კონფლიქტში, მტრულად განწყობილი ორგანიზაციაა

ნატო უფრო აქტიურად ერთვება უკრაინის კონფლიქტში, მტრულად განწყობილი ორგანიზაციაა, რასაც ყოველდღიურად ადასტურებს,- აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის განცხადებით, ნატო-ს სამხედრო ალიანსი ყოველდღიურად ავლენს თავის მტრობას რუსეთის მიმართ და სულ უფრო მეტად ერთვება უკრაინის კონფლიქტში.

"ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც მტრულად არის განწყობილი ჩვენს მიმართ და რომელიც ამ მტრობას ყოველდღე ადასტურებს. ის ცდილობს მაქსიმალურად ნათლად წარმოაჩინოს მონაწილეობა უკრაინის გარშემო არსებულ კონფლიქტში”,​​- განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, ნატოს ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება აჭიანურებს კონფლიქტს და ზრდის შემდგომი ესკალაციის შესაძლებლობას.

ამასთან კიევი და დასავლეთი აცხადებენ, რომ მოწინავე სამხედრო ტექნიკის მიწოდება გადამწყვეტია უკრაინის დასახმარებლად, რათა რუსეთის თავდასხმისგან თავის დაცვა შეძლოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics