00:33 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-11 18:33:24, 1999 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ 24 თებერვალს ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყოს

რუსეთს არ აქვს საკმარისი რესურსი 24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე ფართომასშტაბიანი შეტევის დასაწყებად,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლმა, ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა.

ჩერნიაკის თქმით, რუსეთი უახლოეს კვირებში აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევითი ოპერაციების გაძლიერებას გეგმავს. 

"ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის სარდლობას არ გააჩნია საკმარისი რესურსი ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციებისთვის. რუსული ჯარების მთავარი მიზანი რჩება აღმოსავლეთ უკრაინაში გარკვეული ტაქტიკური წარმატების მიღწევა.

რუსეთს მაღალი სიზუსტის იარაღის დეფიციტი ემუქრება და ამის მიუხედავად, ის გააგრძელებს სარაკეტო ტერორის გამოყენებას უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. რუსებმა უკვე გამოიყენეს მაღალი სიზუსტის რაკეტების 80%-ზე მეტი. წარმოების აღდგენას ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოუვიდათ",- განაცხადა ჩერნიაკმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics