|
2023-02-11 14:22:18, 1304 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთში ორშაბათ-სამშაბათს გაიგზავნება
უკვე დავავალე შესაბამის უწყებებს და დაიწყეს მზადება სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთის გასაგზავნად, რომელიც ორშაბათ-სამშაბათს გაიგზავნება თურქეთში, ამ მიზნით ჩვენ 1 მლნ ლარი გამოვყავით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა თურქ ხალხს გამძლეობა, დაშავებულებს კი გამოჯანმრთელება უსურვა. „კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს საშინელი ტრაგედიაა, რაც თურქეთში მოხდა. კიდევ ერთხელ ჩვენს მეგობარ მოძმე ერს, თურქ ხალხს მინდა მივუსამძიმრო და თურქეთის პრეზიდენტს, ბატონ ერდოღანს. ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ თურქ ხალხს. ჩემი გადაწყვეტილებით, უკვე დავავალე შესაბამის უწყებებს და დაიწყეს მზადება სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთის გასაგზავნად, რომელიც ორშაბათ-სამშაბათს გაიგზავნება თურქეთში, ამ მიზნით ჩვენ 1 მლნ ლარი გამოვყავით. მთავრობის გარდა, კერძო სექტორიც არის მობილიზებული, პარლამენტი, სხვა უწყებები და ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ ჩვენს თურქ ხალხს, კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო და ვუსურვო გამძლეობა და დაშავებულებს გამოჯანმრთელება,"- აღნიშნა პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენის შემდეგ თურქეთში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მთელი თურქეთის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბოლო მონაცემების მიხედვით, დაღუპულთა რიცხვი 20 318-მდე გაიზარდა, დაშავებულების რაოდენობამ კი 80 052-ს მიაღწია.
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)