02:42 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-11 13:25:03, 1833 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე ჯო ბაიდენი პოლონეთს ეწვევა

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე აშშ-ში პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 20 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავა,- აღნიშნულის შესახებ განცხადება თეთრმა სახლმა გააკეთა.

მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენი პოლონელ კოლეგას, ანჯეი დუდასა და რეგიონის სხვა პირველ პირებს შეხვდება.

"მას სურს ისაუბროს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობის მნიშვნელობაზე უკრაინის მხარდაჭერაში",- განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

ამასთან, როგორც CNN-ი წერს, აშშ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ევროპელ კოლეგებთან კიდევ ერთხელ გაიმეორებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა.

ცნობისთვის, ვიზიტი 20-22 თებერვალს არის დაგეგმილი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics