|
2023-02-10 14:10:55, 1038 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა. ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს - ალი ქაან ორბაის თურქეთის რესპუბლიკაში მიწისძვრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო პირადად მიუსამძიმრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა თურქეთის საელჩოში კომენტარი გააკეთა მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და თურქ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. "პირველ რიგში, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო და სამძიმარი ვუთხრა ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ძმებს და დებს - თურქ ხალხს, თურქეთის მთავრობას. ძალიან დიდი უბედურება მოხდა. იმ დილითვე, ბატონი პრემიერისგან მივიღეთ დავალება, მოხდა მობილიზება ჩვენი მაშველების, 60 ადამიანი იქნა თავისი აღჭურვილობით გაგზავნილი თურქეთში, შემდგომ, მეორე დღეს, კიდევ 40 ადამიანი დაემატა და დღეს ჩვენი 100 მაშველია, ადგილზე მუშაობენ. საბედნიეროდ, 3 ადამიანი გადაარჩინეს, ცოცხალი ამოიყვანეს ნანგრევებიდან, 21 კი დაღუპული იყო . ახლაც მუშაობენ. მაქსიმალურად ბოლომდე ვიქნებით მათ გვერდში, სანამ საჭირო იქნება ჩვენი დახმარება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად ჩემი სახელით, მიიღეთ ჩემი გულითადი სამძიმარი, მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო. მსურს, თანადგომა გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ამ მწუხარების ჟამს, ჩვენ ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ",- წერს ვახტანგ გომელაური.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)