|
2023-02-09 12:03:49, 1038 ნახვა
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციამ საინჟინრო დაბრკოლების ღობურების მონტაჟი განახორციელა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავ მონაკვეთებზე, საკუთარი ძალებით და რესურსით, საინჟინრო დაბრკოლების ღობურებისა და ელექტრონული სასიგნალო სისტემების მონტაჟი განახორციელა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ელექტროსიგნალიზაციის ღობურა წარმოადგენს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას სამართალდამრღვევ პირთა გადაადგილების შესაზღუდად შექმნილ დამაბრკოლებელ საშუალებას, რომელიც ამავდროულად სასაზღვრო სექტორს წინმსწრებად აძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ დასაცავი მონაკვეთის კონკრეტულად რომელ უბანზე მოხდა სახელმწიფო საზღვრის დარღვევა ან დარღვევის მცდელობა. "საინჟინრო დაბრკოლების ღობურები და ელექტრონული სასიგნალო სისტემები დამონტაჟდა ბათუმის, ახალციხის და წითელი ხიდის სამმართველოების დასაცავ მონაკვეთებზე. სახმელეთო საზღვრის დაცვის ელექტრონული ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესება აძლიერებს და კიდევ უფრო ეფექტურს ხდის სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და კონტროლს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)