|
2023-02-07 09:59:37, 822 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთის ცენტრალურ ნაწილში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. როგორც BBC აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ გოლბასის მახლობლად, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. საფრანგეთში მდებარე ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით კი, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.6 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 06:13 საათზე დაფიქსირდა. შეგახსენებთ, გუშინ, 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსრიდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო. თურქეთსა და სირიაში დამანგრეველ მიწისძვრას ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)