03:51 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 14:46:41, 1531 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა - ბიძგების სიმძლავრემ 7.8 მაგნიტუდა შეადგინა

თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ "ტელეგრამ-არხებზე" გავრცელდა.

სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო. სეისმური მონაცემებით დადასტურებულია მიწისძვრა  წინასწარი ინფორმაცია: 7. 8 მაგნიტუდა ელბისტანის სამხრეთით 13 კმ ადგილობრივი დროით 13:24:50 საათზე.

შეგახსენებთ, მანამდე, ადგილობრივი დროით 04:17 საათზე, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1 200-ს გადააჭარბა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ  ქვეყანაში მიწისძვრას 912 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი სულ მცირე 5 383-ს შეადგენს. სირიის უახლესი შეფასებით, რომელსაც გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია აწარმოებს, დაღუპულია 320 ადამიანი. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics