03:51 - 29 Jun, 2026
|
2023-02-06 10:49:37, 877 ნახვა
მსოფლიო
სირიაში, მიწისძვრის შედეგად, 237 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 600-ზე მეტი
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სირიაში 237 ადამიანი დაიღუპა. როგორც სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, დაშავებულია 600-ზე მეტი ადამიანი. სირიის საზღვართან ახლოს მომხდარმა მიწისძვრამ ალეპოს, ლატაკიას, ჰამასა და ტარტუსის პროვინციები დააზიანა. შეგახსენებთ, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. ამ დროისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)