|
2023-02-06 10:14:45, 704 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გურამ ალექსიძემ მოაწერეს. მემორანდუმი მიზნად ისახავს სამინისტროსა და აკადემიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობისთვის, ასევე, რესურსული პოტენციალის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობას სამეცნიერო პოტენციალის გამოყენების საფუძველზე. „მოხარული ვარ, მემორანდუმის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან განახლებული თანამშრომლობის შესაძლებლობით. ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობით დარგის ყველა მიმართულების განვითარება კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ. მემორანდუმი სამინისტროს, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების თანამშრომლობის საფუძველზე განსაზღვრული დარგობრივი ამოცანების გადაწყვეტას და რეკომენდაციების მომზადებას ითვალისწინებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ ღონისძიებას, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მოადგილეები - სოლომონ პავლიაშვილი, კახა კაკაბაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტი გივი ჯაფარიძე, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)