03:51 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-05 16:25:56, 939 ნახვა

მსოფლიო
ჩილეში მასშტაბურ ტყის ხანძარს სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა

ჩილეში მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა და 979 დაშავდა, 1 100-ზე მეტი პირი კი, ამ დროისთვის თავშესაფარშია გადაყვანილი. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ჩილეს მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთში მდებარე სამ რეგიონში - არაუკანიაში, ბიობიოსა და ნუბლეში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

"ამინდმა ძალიან გაართულა (ხანძრის) ჩაქრობის პროცესი. საგანგებო მდგომარეობა უარესდება", - განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, კაროლინა ტოჰამ ჟურნალისტებს.

ოფიციალური პირების თქმით, ქვეყანას დახმარება ესპანეთის, შეერთებული შტატების, არგენტინის, ეკვადორის, ბრაზილიისა და ვენესუელას მთავრობებმა შესთავაზეს.

ჩილეში ხანძრები რეკორდულად მაღალმა სიცხემ გამოიწვია - ჰაერის ტემპერატურა ამ დროისთვის 40 გრადუსს აღემატება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics