02:20 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-05 12:17:56, 1587 ნახვა

ომი უკრაინაში
კანადამ უკრაინას Leopard 2-ის პირველი ტანკი გაუგზავნა

კანადამ უკრაინას Leopard 2-ის პირველი ტანკი უკვე გაუგზავნა. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა Twitter-ზე დაწერა.

ანანდის განცხადებით, კიევისთვის დაპირებული 4 ტანკიდან პირველი ჰალიფაქსის აეროპორტიდან გაიგზავნა.

"კანადა უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და ჩვენ გავაგრძელებთ მათი შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც მათ გამარჯვებისთვის სჭირდებათ", - წერს ანანდი სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ კანდამ უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიის მთავრობამ აღნიშნული ტექნიკის კიევისთვის გაგზავნაზე თანხმობა განაცხადა და მესამე ქვეყნებს, როგორც საბრძოლო ტანკების მწარმოებელმა, რეექსპორტის უფლება მისცა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics