23:22 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 10:06:53, 1469 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის იანვარში, 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 5 ლენტური და 3 ცირკული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო მოქალაქეებს კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში, ასევე, დედაქალაქში საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. 

"2 უკანონო სახერხი საამქროა დალუქული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეში, 2 - ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში: შუა ხორგასა და ქვემო ქვალონში; თითო-თითო ფაქტი დაფიქსირდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში, ქალაქ ქობულეთსა და თბილისში (გლდანი). 

უკანონო სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის, ჯამში, 32 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი), 18 ერთეული კოტრი, 7 ერთეული და 6,5 კუბურ მეტრამდე მოცულობის ხე-ტყის გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელაკი, ფრიზა, ე.წ. ნაგვერდული). 

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics