|
2023-02-01 09:04:30, 1217 ნახვა
მსოფლიო
ლანდსბერგისი - ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში რუსეთის ელჩების დატოვებას აზრი აღარ აქვს
რუსეთის ელჩების ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში დატოვებას აზრი აღარ აქვს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. როგორც ლანდსბერგისმა რიგაში, ბალტიისპირელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ რუსი ელჩები უნდა გააძევოს. „რუსეთის ელჩების ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში დატოვებას აზრი აღარ აქვს. უმრავლეს შემთხვევაში ეს უკვე არა დიპლომატიური, არამედ პროპაგანდის ინსტიტუტია, რომელიც ხელს აფარებს სამხედრო დანაშაულებებს და ზოგადად, გენოციდის პროპაგანდას ეწევა “, - განაცხადა ლანდსბერგისმა. აღსანიშნავია, რომ ლიეტუვამ რუსეთის ელჩი ქვეყნიდან გასული წლის აპრილში გააძევა. რუსეთის ელჩების გაძევების შესახებ გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადეს ესტონეთმა და ლატვიამაც. ტალინის აღნიშნული ნაბიჯი იყო პასუხი მოსკოვის მიერ ელჩის გაძევებაზე, ლატვიამ კი სოლიდარობა ბალტიისპირელ მეზობელს გამოუცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)