04:59 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-07 11:31:17, 764 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის „ლიდერთა სახლს“ კინორეჟისორი გიორგი ოვაშვილი ეწვია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამის „ლიდერთა სახლის“ მონაწილეებს რეჟისორი გიორგი ოვაშვილი ესტუმრა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრა პროექტის „პროფესიული არჩევანის“ ფარგლებში, თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა. მას 30 მოსწავლე დაესწრო. სტუმარი ახალგაზრდებს კინორეჟისორის პროფესიის შესახებ ესაუბრა.

გიორგი ოვაშვილმა „ლიდერთა სახლის“ მონაწილეებს უამბო თუ რა სირთულეები ახლავს თან ამ მეტად საინტერესო საქმიანობას და რა არის საჭირო წარმატების მიღწევისთვის.

როგორც კინორეჟისორმა აღნიშნა, თუკი მოსწავლეები სამომალოდ კინორეჟისორის პროფესიას აირჩევენ, „უნდა გაითვალისწინონ, რომ მთელი ცხოვრება ამ საქმეს უნდა მიუძღვნან, უნდა იშრომონ ბევრი და მუდმივად მოტივირებულები იყვნენ“.

სტუმარმა საკუთარი პროფესიული არჩევანის შესახებ საუბრისას გაიხსენა ის სირთულეებიც, რომლებიც განათლების მიღების ეტაპს ახლდა თან და ასევე, შეაფასა მისი პირველი ფილმის წარმატებებიც.

 ახალგაზრდები დაინტერესდნენ მხატვრული ფილმების „სიმინდის კუნძულისა” და „გაღმა ნაპირის“ გადაღებების დეტალებით, მუშაობის სპეციფიკითა და შესაძლო  გამოწვევებით.

დისკუსიაზე იმსჯელეს საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარების საჭიროებასა და არსებულ პობლემებზე.  მონაწილეები დაინტერესდნენ სტუმრის საყვარელი ფილმებითა და რეჟისორებით,  მიიღეს რჩევები საინტერესო და შემეცნებითი ფილმების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, „ლიდერთა სახლი“ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამაა. მისი მიზანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება, დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობა და დანაშაულის პრევენცია. ცნობისთვის, „პროფესიული არჩევანი“ „ლიდერთა სახლის“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics