07:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-27 14:46:59, 1583 ნახვა

ომი უკრაინაში
Bloomberg - პუტინი უკრაინაზე ახალ თავდასხმას თებერვალ-მარტისთვის გეგმავს

ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე ახალ თავდასხმას თებერვალ-მარტისთვის გეგმავს,- ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, კრემლს სურს, მოახდინოს იმის დემონსტრაცია, რომ რამდენიმეთვიანი უკან დახევის შემდეგ, მათ სამხედრო ძალებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა ომის მიმდინარეობაში ინიციატივა გამოიჩინონ. 

მათივე ცნობით, კრემლთან დაახლოებულმა პირებმა აღნიშნეს, რომ რუსული შეტევის განახლება შესაძლოა თებერვალში ან მარტში დაიწყოს, მანამ, სანამ უკრაინა მიიღებს ახლახან დაპირებულ საბრძოლო ტანკებს აშშ-დან და ევროპიდან.

"პუტინი გეგმავს, რომ ახალი თავდასხმით ზეწოლა გაზარდოს კიევზე, რათა უკრაინული მხარე გარკვეულ ზავზე დაითანხმოს, რომლის მიხედვითაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები კვლავ რუსული კონტროლის ქვეშ დარჩებიან. 

თავად პუტინიც ვერ უარყოფს რუსული სამხედრო ძალების სისუსტეს, მას შემდეგ რაც მათ უკრაინაში მოპოვებული ტერიტორიის ნახევარზე მეტი უკან დახევის შემდეგ დათმეს. მათივე თქმით, უამრავი წარუმატებლობის შემდეგ, კრემლში უფრო რეალისტურები გახდნენ მათი ამბიციების შესახებ, რადგან მიხვდნენ, რომ ამ სიტუაციაში არსებული ფრონტის ხაზის შენარჩუნებაც კი მიღწევა იყო",- წერს გამოცემა.

ამასთან Bloomberg-ის ცნობით, პუტინს კვლავ სჯერა, რომ რუსეთის მრავალრიცხოვანი ძალები და მათი მზაობა, მიიღონ დანაკარგები მისცემს რუსეთს შესაძლებლობას, რომ საბოლოოდ გაიმარჯვოს, მიუხედავად ამდენი მარცხისა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics