|
2023-01-27 14:12:28, 1455 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - საერთაშორისო ინსტიტუტებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვთ
საერთაშორისო ინსტიტუტებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვთ, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, გაეროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის „მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2023" კომენტირებისას. საქართველოსთან მიმართებით ანგარიშში ეკონომიკური ზრდის შეფასება და პროგნოზები გაზრდილია. „გაერომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. გაეროს შეფასებით, თუ 2022 წლის ანგარიშში, ვარაუდობდა 4,4%-ის დონეზე ეკონომიკურ ზრდას, უკვე გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2022 წელს 10,8%-ია, ხოლო 2023 წელს ნაცვლად 4%-ისა არის 5,2%, რაც ნათლად მიანიშნებს და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებს საქართველოს მიმართ აქვთ პოზიტიური მოლოდინი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით", - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა. მისი თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები უმჯობესდება საქართველოსთან მიმართებით. „თუ შევხედავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზებს და ასევე, გაეროს პროგნოზს, ვნახავთ, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზი უკეთესია, ბოლოს გამოქვეყნებულ მსოფლიო ბანკის პროგნოზზე და მასზე უკეთესია გაეროს პროგნოზი. ეს მიანიშნებს, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო ნათელი და ცხადი წარმოდგენა ექმნებათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებს, რომ საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა არის მყარი, ძლიერი და კარგი იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა განახლდეს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგნოზები, რომლებსაც საერთაშორისო ინსტიტუტები აქვეყნებენ, როგორც წესი, კონსერვატიულია და უფრო დაბალია, ვიდრე რეალობა და ამას აჩვენებს ბოლო წლების ეკონომიკური ზრდის შედეგები. ასე რომ, საქართველოს შეუძლია გაცილებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა შესთავაზოს მსოფლიოს და აჩვენოს, რომ შეგვიძლია კარგად განვვითარდეთ, მაღალი ეკონომიკური ზრდით, დასაქმების კარგი მაჩვენებლის ჩამოყალიბებით და უმუშევრობის შემცირებით", - აღნიშნავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)