|
2023-01-24 10:23:38, 1326 ნახვა
ეკონომიკა
2023 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე აქტიურად გაგრძელდება
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2023 წელს ქართული ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში აქტიურად იქნება წარმოდგენილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნულ სტრატეგიულ ბაზრებზე სხვადასხვა მიზნობრივ ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციები განახორციელებენ. "ამასთან ერთად, ქართველი მწარმოებლები მონაწილეობას მიიღებენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში. ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 14 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2 მილიონი ლარით აღემატება 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს. აღნიშნული თანხიდან, 2 მილიონი ლარი მიმართულია „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამისკენ", რომლის ფარგლებში მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება მხოლოდ იმ კომპანიებისთვის განხორციელდება, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს ქვეყნებისა და, ამასთან ერთად, აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ სხვა პირობებს. პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები გაიმართება საქართველოს მასშტაბით, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.მიმდინარე წელს, პირველი ღონისძიება, სადაც ქართული ღვინო იქნება წარმოდგენილი, საერთაშორისო გამოფენა „VinExpo Paris"-ია, რომელიც 13-15 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართება. გამოფენაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია მიიღებს მონაწილეობას. მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა ზრდის ქართული ღვინის ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით და მეწარმეებს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების შესაძლებლობას აძლევს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)