05:04 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-19 11:16:21, 1917 ნახვა

მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევში ჩავა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კიევში ჩავა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი Twitter-ზე ავრცელებს.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელში მატარებლის ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ უკვე კიევში მიემგზავრება, სადაც რამდენიმე შეხვედრის გამართვას აპირებს.

„მე მივდივარ კიევში და დღეს შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ, დენის შმიგალს და დეპუტატებს“, - განაცხადა მიშელმა.

მისივე თქმით, უკრაინა აგრძელებს ბრძოლას არა მხოლოდ მისი დამოუკიდებლობისთვის, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისთვის, უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის.

„უკრაინელებს სჭირდებათ და იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას. ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ ზომებს პრეზიდენტ ზელენსკისთან და მის გუნდთან, რათა უკრაინა გაძლიერდეს“, - დასძინა მიშელმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics