|
2023-01-13 13:18:35, 1194 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდინი - რუსეთიდან წასულ უკრაინის მხარდამჭერ მოქალაქეებს ქონება უნდა ჩამოერთვათ
რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი გამოდის ინიციატივით, რომ ქვეყნიდან წასულ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მხარს უკრაინას უჭერენ, ქონება ჩამოერთვათ. ამის შესახებ ვოლოდინმა Telegram-ზე დაწერა. რუსეთის დუმის სპიკერის განცხადებით, ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რუსეთიდან წასული მოქალაქეების უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები შეიძლება ჩაითვალოს ექსტრემიზმისკენ მოწოდებად და შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციად, თუმცა არსებული რეაგირების ღონისძიებები საკმარისი არ არის და "ამ ვითარებაში, სისხლის სამართლის კოდექსისთვის შესაბამისი მუხლების დამატება სწორი იქნება". "ბოლო პერიოდში, ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე შეურაცხყოფას აყენებს რუსეთს, მის მოსახლეობას, ჯარისკაცებს და ღიად უჭერს მხარს ბოროტმოქმედებს, ნაცისტებს და მკვლელებს. მათი მიზანი ნათელია - მოიპოვონ კეთილგანწყობა და შეეცადონ, შეინარჩუნონ თავიანთი კეთილდღეობა საზღვარგარეთ... ისინი ჩვენი ქვეყნის წყალობით კომფორტულად ცხოვრობენ. საზღვარგარეთ ყოფნისას, ქირაობენ უძრავ ქონებას, აგრძელებენ ჰონორარების მიღებას რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე. ამავდროულად, თავს უფლებას აძლევენ, საჯაროდ შეასხან ტალახი რუსეთს და შეურაცხყონ ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები. ისინი თავს გრძობენ დაუსჯელად და მიაჩნიათ, რომ მართლმსაჯულება მათ ვერ მისწვდება. ამ ვითარებაში, სწორი იქნება, რუსეთის ფედერაციაში ნაძირალების ქონების ჩამორთმევის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსს შესაბამისი მუხლები დაემატოს", - წერს ვოლოდინი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)