18:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-11 09:03:30, 1297 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს

რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის ლიდერის თქმით, თავისუფალ სამყაროს აქვს ყველაფერი, რაც რუსული აგრესიის შეჩერებას სჭირდება.

„დღეს ჩვენი დიპლომატიური მარათონის ახალი ეტაპია - ვესაუბრე ევროპელ ლიდერებს ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის შესახებ, დონეცკის რაიონში არსებული რთული სიტუაციის შესახებ, მუდმივი რუსული შტურმის შესახებ და იმის შესახებ, რომ რუსეთი თავის ხალხს არ ითვლის, არ ინდობს ადგილობრივებს და არ ჩერდება არც ერთი დანაშაულებრივი ქმედების წინაშე. ამას უნდა,  საჭიროა, დავუპირისპიროთ თანამედროვე შეიარაღების ახალი დონე, რომლის მიღებაც უკრაინას შეუძლია პარტნიორებისგან...

თავისუფალ სამყაროს გააჩნია ყველაფერი, რაც საჭიროა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და რუსეთის ისტორიულ დამარცხებამდე მისაყვანად. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ გლობალური დემოკრატიისთვის, ყველასთვის, ვინც აფასებს თავისუფლებას. რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს... მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება უკრაინისა და თავისუფლების დაცვაში! მადლობა ყველას, ვინც იბრძვის დამოუკიდებლობისთვის”, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics