07:45 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-06 10:26:20, 1890 ნახვა

მსოფლიო
3 დღე, 11 ხმა - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი ისევ ვერ აირჩია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის "რესპუბლიკელმა" ლიდერმა, კევინ მაკკარტიმ სპიკერობისთვის საჭირო 218 ხმა კენჭისყრის მესამე დღესაც ვერ მოაგროვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის არჩევის მე-11 უშედეგო მცდელობაა.

აღსანიშნავია, რომ კევინ მაკკარტის არჩევას სწორედ 20 “რესპუბლიკელი” დეპუტატი უშლის ხელს, რადგან ისინი სკეპტიკურად უყურებენ კალიფორნიის კონგრესმენის კონსერვატიულ “კეთილსინდისიერებას”.

ცნობისთვის, “რესპუბლიკელებმა” ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, თუმცა შექმნილი ჩიხის გამო პალატას წევრების ფიცის დადება და კანონპროექტების მიღება ვერ ხერხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics