16:17 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-31 15:10:03, 1316 ნახვა

საზოგადოება
ლეგენდარულმა გიული ჩოხელმა დრეგ წვეულებაზე იმღერა და ქართველ ლგბტქ ადამიანებს მხარი დაუჭირა

ქართული ჯაზის ცოცხალი ლეგენდამ, 88 წლის გიული ჩოხელმა ქართველ ლგბტკ აქტივისტებს და წევრებს მხარი დაუჭირა. მან კლუბ "ხიდზე"  The Drag Ball-ზე იმღერა.

"ქართული ჯაზის ცოცხალი ლეგენდა, ჩვენი მხარდამჭერი, 87 წლის გიული ჩოხელი The Drag Ball-ზე" -წერს თბილისი პრაიდი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

თბილისში დიდიხანია დრეგ წვეულებები იმართება. დრეგი ქვიარ კულტურის ერთ-ერთი უძველესი ნაწილი და არტისტული პერფორმანსია, რომლის დროსაც პერფორმერები რომელიმე სქესს, ძირითადად განსხვავებულს, გადაჭარბებულად წარმოაჩენენ. მიუხედავად იმისა, რომ დრეგი ძირითადად შეჯიბრის სახით, შოუებად ტარდება, ის უბრალოდ კონკურსი არაა და ერთგვარი გამოხატვის ფორმა და LGBTQ+ იდენტობის აღნიშვნაა.

ლეგენდარული გიული ჩოხელი არის პირველი ჯაზ-მომღერალი ქალი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1967), ხელოვნების ქურუმის ჯილდოს მფლობელი და თბილისის საპატიო მოქალაქე. ჩოხელის სასიმღერო კარიერა 1950-იანი წლების შუაში დაიწყო. ის მალევე გახდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი წამყვანი ჯაზ-მომღერალი ქალი. მისმა პოპულარობამ პიკს 1960-იანი წლების მეორე ნახევარში მიაღწია სოპოტის პოპ-ფესტივალზე შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ. ფირფიტების ჩაწერა 1970-იან წლებში დაიწყო. მისი პირველი ნამუშევარი პოლონეთში ჩაიწერა და გამოიცა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics