|
2022-12-30 17:30:34, 1726 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკა, რომელიც ხალხის ჯიბეზე არ დუღს - როგორ გაიზარდა ფასები ერთ წელში
საქართველოში წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ეს აისახა ციფრებზე, იგრძნო ხელისუფლებამაც, თუმცა არ უგრძნია ხალხს. რიგითი მოქალაქეებისათვის ერთადერთი რამ, რაც შეიცვალა, გაზრდილი ფასები და პროდუქტებისგან დაცლილი კალათაა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ერთ წელში [ნოემბრის ჩათვლით] ინფლაციის დონემ 10,4% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, თამბაქოს გარეშე მაჩვენებელი 7.2%-ით განისაზღვრა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.55 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (26.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (23.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (19.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (18.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.7 პროცენტი), თევზეული (13.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (10.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (6.9 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.4 პროცენტიანი მატება, რაც 1.51 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (34.1 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.8 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.6 პროცენტი); ტრანსპორტი - ფასები გაიზარდა 8.2 პროცენტით, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (8.2 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.1 პროცენტი).
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა. ესე იგი, წინა წელთან შედარებით, იმერული ხაჭაპურის გამოცხობა 21.7%-ით ძვირი დაგიჯდებათ. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, ხაჭაპურის ინგრედიენტებზე ფასები წლიურ ჭრილში მნიშვნელოვნად გაიზარდა: ყველი – 27.4%-ით, რძე – 20.0%-ით, კარაქი – 17.3%-ით, საფუარი – 15.1%-ით, ფქვილი – 13.3%-ით, კვერცხი – 8.6%-ით. ფასები არა მხოლოდ პროდუქტებზე, არამედ უძრავ ქონებაზეც საგრძნობლად არის მომატებული. საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (RPPI) მიხედვით, წლიურ ჭრილში ფასების მატებამ 10.7% შეადგინა. 2020 წელთან მიმართებით კი ფასები 17.5%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის მესამე კვარტალში, წინა წელთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (10.9 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (10.0 პროცენტი). ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2-ის ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით:
საქსტატის თანახმად, უძრავი ქონების მდგომარეობის „კარკასების“ მიხედვით, ფასები ასე ნაწილდება: • მწვანე კარკასი - 3,115 ლარი; მიუხედავად იმისა, რომ ფასები ფაქტობრივად ყველაფერზე არის მომატებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „როდესაც ევროპაში არის ძალიან რთული ვითარება, მთელს მსოფლიოში არის ეკონომიკის შემცირება, რეცესია და არაპროგნოზირებადი გარემოა შექმნილი, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას, კეთილდღეობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას“. თუმცა, მსოფლიო ბაზარზე არსებული ციფრები სხვა სურათს აჩვენებს. ეკონომიკური პორტალის, TradingEconomics-ის თანახმად, ბოლო ერთ წელიწადში ფასები საქართველოზე მეტად მხოლოდ 72 ქვეყანაში გაიზარდა. ხელისუფლება თვლის, რომ 2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაიზრდება. მოქალაქეები კი ახალ წელს ხვდებიან იმედით, რომ გაუმჯობესებული ეკონომიკური მაჩვენებელი, ამჯერად მაინც შეეხებათ.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|




ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)