17:37 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-30 11:10:33, 720 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიომრავალფეროვნების დაცვა/შენარჩუნება და მონიტორინგი წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულების მხარდაჭერის კუთხით, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს არაერთ დონორ ორგანიზაციასთან.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, მემორანდუმი, რომელიც  სააგენტოსა და საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკო“ შორის გაფორმდა, პროექტის  „კახეთის სტეპები: ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტსა ან მომავალ უდაბნოს შორის“ განხორციელებას მოიცავს. 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თამჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკოს“ პროექტის მენეჯერმა, ალექსანდრე მიქელაძემ.

პროექტის „კახეთის სტეპები: ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტსა ან მომავალ უდაბნოს შორის“  ფარგლებში, მოხდება ჭაჭუნას აღკვეთილსა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ჰარმონიულ თანაცხოვრებას ველურ ბუნებასა და ფერმერებს შორის, მოხდეს ეკოლოგიური მთლიანობის აღდგენა, რათა განხორციელდეს მნიშვნელოვანი სახეობების დაცვა, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის გაზრდა და მეცხვარეობის ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების არეალი  ზამთრის საძოვრებისთვის გამოიყენება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics