10:25 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-29 17:13:41, 1388 ნახვა

მსოფლიო
Belta - ბელარუსის ტერიტორიაზე უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა

ბელარუსის ტერიტორიაზე, დღეს, 10:00-დან 11:00 საათამდე შუალედში, უკრაინული S-300 სარაკეტო სისტემის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა, - აღნიშნულ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო Belta ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, შემთხვევის შესახებ მთავრობის მეთაურს დაუყოვნებლივ ეცნობა და ადგილზე ახლა საგამოძიებო კომიტეტის, შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტები მუშაობენ.

"განიხილება ორი ძირითადი სცენარი: რაკეტა გაფრინდა ბელორუსის ტერიტორიაზე ისევე, როგორც ბოლოდროინდელი ინციდენტის დროს პოლონეთში, როდესაც რაკეტა არ გაფრინდა სწორი მიმართულებით ან ეს რაკეტა ჩამოაგდო ბელარუსის საჰაერო თავდაცვამ", - წერს ახალი ამბების სააგენტო.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics