00:38 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-24 11:49:33, 1639 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - აშშ-ში ვიზიტის შემდეგ ჩვენი სამხედროებისთვის კარგი სიახლეები გვაქვს

შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ ჩვენი სამხედროებისთვის კარგი სიახლეები გვაქვს,- ამის შესახებ უკრანის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უახლოესი თვეების, ასევე, მომდევნო წლის განმავლობაში უკრაინა მნიშვნელოვან დახმარებას მიიღებს..

„შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ ჩვენი სამხედროებისთვის კარგი სიახლეები გვაქვს. უახლოესი თვეების, ასევე, მომდევნო წლის განმავლობაში მნიშვნელოვან დახმარებას მივიღებთ.  ჩვენი მიზანი უცვლელია - უკრაინისა და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოების დაცვა, ოკუპანტების მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურისა და ქვეყნის აღდგენა და გამარჯვება პრიორიტეტულია. ფრონტის ხაზზე ოკუპანტების შესაბამისად ვუპასუხებთ. ვემზადებით უკრაინული დიპლომატიის და დიპლომატთა კორპუსის ახალი ეტაპისთვის. ახალ ქვეყნებთან ურთიერთობებისგასაღრმავებლად ყველაფერს გავაკეთებთ. გავაძლიერებთ უკრაინის საერთაშორისო პოზიციებს. ყველაფერს გავაკეთებთ გასამარჯვებლად და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ",- განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics