20:33 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 19:44:10, 1556 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტის სასახლის წინ, სააკაშვილის მომხრეების აქცია გაიმართა

ათონელის რეზიდენციასთან, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად საპროტესტო აქცია დაიწყო, სადაც მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები.

ზურაბიშვილმა არ უნდა დაუშვას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიკვდილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით, ვინც ბოლო 20 წელში მოვკალით ორი პრეზიდენტი, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ.

მისივე თქმით, დაიწყო უწყვეტი პროტესტი, იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილს შეახსენონ მისი ფუნქციები და უთხრან, რომ კიდევ აქვს შანსი, არ გახდეს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობაში მონაწილე და საქართველოს ისტორიაში შევიდეს როგორც დადებითი პერსონა. 

"ზურაბიშვილმა არ უნდა დაუშვას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიკვდილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით, ვინც ბოლო 20 წელში მოვკალით ორი პრეზიდენტი...ვიწყებთ უწყვეტ პროტესტს, რომ სალომე ზურაბიშვილს შევახსენოთ მისი ფუნქცია და ვუთხრათ, რომ კიდევ აქვს შანსი საქართველოს ისტორიაში ჩაიწეროს როგორც დადებითი პერსონა და არ გახდეს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირი" - განაცხადა მუმლაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics