23:26 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 11:17:22, 1640 ნახვა

საზოგადოება
ოთარ ზურაბიშვილი - რა პრეტენზიებიც შეიძლება გვქონდეს, სააკაშვილს ევროპაში მკურნალობა ესაჭიროება

საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას "უკიდურესად მძიმედ" აფასებს და აცხადებს, რომ მას ესაჭიროება კომპლექსური მკურნალობა ევროპის მრავალპროფილურ კლინიკაში.  

ზურაბიშვილის თქმით, საქმე ეხება საქართველოს იმიჯს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში არ აღდგება. 

"საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე!

წელიწადზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებულია საქართველოში. 
სამშობლოში დაბრუნებისას მან იცოდა, რომ დააკავებდნენ,  რადგან  საქართველოში ის დაუსწრებლად გაასამართლეს. მაგრამ მიუხედავად ამისა მან ასეთი არჩევანი გააკეთა .

დღეს არ მსურს ვისაუბრო არც ამ არჩევანზე და არც მისი საქციელის შეფასებაზე. ამის დრო არ არის. 
მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რა პრეტენზიებიც მის მიმართ შეიძლება გვქონდეს,  იყო საქართველოს ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფოს შექმნას ჩაუყარა საფუძველი. 
დღეს სამედიცინო ექსპერტთა კომიტეტმა გაგვაფრთხილა მისი ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის და სავარაუდო მოწამვლის შესახებ. მას ესაჭიროება კომპლექსური მკურნალობა ევროპის მრავალპროფილურ კლინიკაში.  

ეს არ შეიძლება საკამათო იყოს! 
ჰუმანურობა მოითხოვს!

ეს ქვეყნის და თითოეული ჩვენთაგანის ღირსების საკითხია!

ბოლოს და ბოლოს, საქმე ეხება საქართველოს იმიჯს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში არ აღდგება. 
ეს სასწრაფოა!  ეს აუცილებელია!",- წერს ზურაბიშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics